ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ზურაბ ფერშანგაშვილისა მისთვის ლევან ბატონიშვილისაგან ნაბოძები მიწის მელიქ მიხაელას მიერ წართმევის მცდელობაზე, ოქმი დარეჯან დედოფლისა მიწის ზურაბისთვის მიკუთვნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1782 წ. 4 აგვისტო
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/347
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
2
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
213X170
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უო (1782), აგვისტოს დ (4).

დამტკიცება

დარეჯან დედოფალი

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

ახლავს ბეჭედი დედოფალ დარეჯანისა.

მეითარი (სპარს.)- სარიქიფოს, მეფის გარდერობის მოხელე, მეფის წინ მდგომი მოხელე და საჭირო ნივთების მიმწოდებელი; მეფის განუყრელი პირადი მსახური. მეითარმა შეცვალა ეჯიბი როსტომ მეფის დროიდან. იგი მეფესთან დაახლოებული პირი იყო  და ზოგჯერ მეფე სერიოზულ დავალებას აძლევდა. მეითარი ხელშინაური მოხელეა. ის თითქმის მუდმივად მეფესთან იმყოფება პირის დაბანისას, დაწოლისას,  ადგომისას. ამიტომ იგი მეფესთან დაახლოებული და მნიშვნელოვანი თანამდებობის პირია.

მელიქი - ქალაქის თავი, რომელიც მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებდა სამოქალაქო საკითხებში. ევალებოდა ქალაქში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. თბილისის სომეხ-ვაჭარ-ხელოსანთა მეთაური. საქართველოში სამოხელეო წყობილებაში XVI ს-ში შემოვიდა, რომელიც მემკვიდრეობითი იყო.