ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

შეჩვენება კაცია ჩიჩუასი, ჩატარებული აფხაზ-იმერთა კათალიკოსის გრიგოლ ჭყონდიდელის მიერ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში.

საუკუნე
XVIII
წელი
1776 წ. 28 დეკემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/344
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
338
მასალა

ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
370X176
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ერთი და ორი წერტილი ადგილ-ადგილ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრულ მდგომარეობაში, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

1776 წ. დეკემბრის კჱ (28).

დამტკიცება

გრიგოლ ჭყონდიდელი, კათალიკოსი მაქსიმე

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

1.  კათალიკოსმა კაცია ჩიჩუა შეაჩვენა ბიჭვინთის ეკლესიის ყმების „ურჯულოებზე“ გაყიდვის გამო

2. ახლავს ბეჭედი ჭყონდიდელისა და ხელრთვა მაქსიმე კათალიკოსისა

ჭყონდიდელი, ჭყონდიდის (ახლანდელი მარტვილი) მთავარეპისკოპოსი X საუკუნიდან დღემდე (X-XIII საუკუნეებში ჭყონდიდელი ატარებდა აგრეთვე ბიზანტიურ საპატიო ტიტულებს: სვინგელოზი, პროტოუპერტიმოსი). ჭყონდიდელი იყო ოდიშის ეკლესიის მეთაური და აფხაზეთის საკათალიკოსოს დაარსებამდე (წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება, ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით, აფხაზთა კათალიკოსობა დაწესდა VIII ან X საუკუნეებში) ყველაზე გავლენიანი მღვდელთმთავარი დასავლეთ საქართველოში და შესაძლოა მას ექვემდებარებოდნენ დასავლეთ საქართველოს სხვა ეპისკოპოსებიც.