ქაღალდი
ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა ტნიზ (1679), მაისის კდ (24)
ნასყიდა ბაღდადაანთ გრიქორასშვილი, ჭონი გარსოა, მიღდისი სიმონა, თალიში ბეჟან რაჯაბასშვილი.
მელიქი - ქალაქის თავი, რომელიც მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებდა სამოქალაქო საკითხებში. ევალებოდა ქალაქში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. თბილისის სომეხ-ვაჭარ ხელოსანთა მეთაური. საქართველოში სამოხელეო წყობილებაში XVI ს-ში შემოვიდა, რომელიც მემკვიდრეობითი იყო.