ქაღალდი
ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
ორი და სამი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ მონაცვლეობით.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უჱ (1720), კათათვის დამდექს (ივლისის 1).
ქალაქის მელიქი ასლამაზ, მამასახლისი ზურაბ.
1. ახლავს თერთმეტი ბეჭედი და ექვსი ჯვარი.
2. მინაწერი: ,,ხარაზხანის დუქნის სიგელი.''
3. ხარაზხანა (სპარს.) – ადგილი, მწკრივი, სადაც ხარაზები მუშაობდნენ. მდებარეობდა სიონის ეკლესიასთან.
4. მელიქი (არაბ.) - ქალაქის მმართველი მოხელე, მოურავის ხელქვეითი, ქალაქის თავი, რომელიც მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებდა სამოქალაქო საკითხებში. ევალებოდა ქალაქში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. ეს ტერმინი საქარათველოს სამოხელეო წყობილებაში XVI ს-ში შემოვიდა.
5. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში. აკრეფილი გადასახადი ქალაქში უნდა ჩაეტანა.
6. დუქანი (არაბ.– სავაჭრო სახლი; სახელოსნო) — მცირე სავაჭრო და სახელოსნო (ზოგჯერ სასადილოც) სახლები თბილისსა და სხვა ქალაქებში XVII საუკუნიდან, როდესაც ტერმინი „დუქანი“ შეენაცვლა ქულბაქს. XVII-XVIII საუკუნეებში ქულბაქი და დუქანი სინონიმები იყო. დასავლეთ საქართველოში დუქანი XIX საუკუნიდან დამკვიდრდა, XVII-XVIII საუკუნეებში კი იმავე მნიშვნელობით იხმარებოდა „ხულა“. რადგანაც დუქანი ერთდროულად სახელოსონოც იყო და სავაჭროც, XVIII საუკუნის ბოლოს თბილისში 50 საფეიქრო ნაწარმის დუქანი ყოფილა. თბილისში დუქნები ეკუთვნოდათ მოქალაქეებს, თავადაზნაურებს და ეკლესიას. თავად-აზნაურები დუქნებს ხშირად ქირით აძლევდნენ მოქალაქეებს, რომლებიც ვაჭრობა-ხელოსნობას აქ ეწეოდნენ. დუქნები ჰქონიათ ყმებსაც, მაგრამ მათ არ შეეძლოთ ბატონის ნებართვის გარეშე მისი გაყიდვა, ხოლო მათი უშვილოდ გარდაცვალების შემთხვევაში დუქანი ბატონს რჩებოდა. დუქნებს მისი პატრონები ხშირად გირაოდ აძლევდნენ მევალეს, რომელიც მრავალი წლის მანძილზე იღებდა ამ დაგირავებული დუქნიდან შემოსავალს. სადუქნე ადგილზე დუქნის აშენებას XVII-XVIII საუკუნეებში მეფის ნებართვა სჭირდებოდა.