ქაღალდი
ქაღალდი დაწერილი ყავისფერი მელნით.
ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უნია (1773) მარიამობის ია (11 აგვისტო).
ავეტიქ, მელიქმამასახლისი.
1. ახლავს ათი ბეჭედი.
2. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1822 წ. 28 აგვისტოს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.
3. მელიქმამასახლისი - XVIII ს-ის დასაწყისში მელიქისა და მამასახლისის თანამდებობები შეერთდა და ეწოდა მელიქმამასახლისი, რომელსაც განსხვავებული ფუნქცია ჰქონდა და ექვემდებარებოდა მელიქს. მის ფუნქციაში შედიოდა სამეფოს საფინანსო საქმიანობის მოწესრიგება და ქონებრივი აღებ-მიცემობის შინაარსის საბუთების დამტკიცება, მაგ. ნასყიდობის წიგნების.