ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ის დარბაზბატონ რევაზ ამილახორისადმი, გორის მამასახლისის მიერ ტივებით ხელთუბანში გალეწილი პურის ქალაქში გაგზავნის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1765 წ. 17 ნოემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/388
მასალა

ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
323X15
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უნგ (1765), გიორგობისთვის  იზ (ნოემბრის 17) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. მარცხენა ზედა კიდეზე მინაწერი პოლიევკტოს კარბელაშვილის ხელით: ,,გადაწერილია“.

2. პირი, ფ. 1461, 14/139, 58r, გადაწერილი პოლიევკტოს კარბელაშვილის მიერ.

3. დარბაზი - მეფის სათათბირო, შედგებოდა დიდი მოხელეებისა და ფეოდალებისაგან. დარბაზის შემადგენლობა განსაზღვრული არ იყო, რაოდენობა მეფეზე იყო დამოკიდებული. იგი სასამართლოს ფუნქციასაც ასრულებდა. განსაკუთრებული მძიმე საქმეები დარბაზში ირჩეოდა მეფესთან ერთად. უმეტესად შედგებოდა ხუთი წევრისაგან: მწიგნობართუხუცესიჭყონდიდელი, ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი და მეჭურჭლეთუხუცესი.

4. დარბაზბატონი - დიდმოხელე, რომელიც ზოგჯერ ხელმძღვანელობდა თათბირის მიმდინარეობას, სათათბიროს წევრი.~

5. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში. აკრეფილი გადასახადი ქალაქში უნდა ჩაეტანა.