ქაღალდი
ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
ორი და სამი წერტილი მონაცვლეობით, ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უდ (1716), მარტის ნახევარს (15).
ქალაქის მელიქი აშხარბეგი, მამასახლისის ზურაბი, მიღდისი ამირკანაშვილი.
1. ახლავს თორმეტი ბეჭედი.
2. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 31 აგვისტოს, სოვეტნიკი თარხანოვი.
3. ორენოვანი (ქართულ და სპარსულ ენაზე).
4. მინაწერები: ა) “ეს სიგელი მამაშარიფ მუზახანის მიცემულია”; ბ) “ციხის გარეთ რომ ალაგია ის ქურახანა ადგილი იმის სიგელები ყოფილა კარის გარედამ რომ ახლა გვერგო ჩვენ ჩაიწერა ზ”.
5. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს.
6. მელიქი-ქალაქის თავი, რომელიც მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებდა სამოქალაქო საკითხებში. ევალებოდა ქალაქში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. თბილისის სომეხ-ვაჭარ-ხელოსანთამეთაური. საქართველოში სამოხელეო წყობილებაში XVI ს-შიშემოვიდა, რომელიც მემკვიდრეობითი იყო.
7. მიღდისი - სომხების მღვდელი.