ქაღალდი
ქაღალდი ცისფერი დაწერილი შავი მელნით
წერტილი ტექსტის ბოლოს.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა უპდ (1796), ენკენისთვის იე (სექტემბრის 15).
ერეკლე II, ბატონიშვილი იულონი
ნიკო ხუციშვილი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მიწათმფლობელობა საქართველოში, 2007 წ. გვ.109-112.
1. ჯვარისმამა - იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, გამოგზავნილი საქართველოში იერუსალიმის ქართული ეკლესიების კუთვნილი ყმა-მამულის სამართავად. ისინი აკონტროლებდნენ საქართველოში მდებარე იერუსალიმის სამონასტრო ქონებიდან გადასახადების აკრეფას, ნიშნავდნენ მოურავებს სოფლებში სადაც ყვრის მონასტრის მამული მდებარეობდა. თბილისში სიონის ტაძრის პირდაპირ მდებარეობდა ჯვარისმამის ეკლესია, რომელიც ,,ჯვარის მამის" ადგილსამყოფელს წარმოადგენდა. გარდა ეკლესიისა ჯვარის მამებს თბილისში საცხოვრებელი სახლებიც ჰქონდათ, ბოძებული ქართველი მეფეების მიერ.
2. მორდარი/მურდარი/მორდალი(სპარს.) - სამეფო და სამდივნო ბეჭდების მცველი და საბუთზე ბეჭდის დამსმელი. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს. XVIII ს-ში ორი მორდარი ყოფილა ერთი ქართლში და მეორე კახეთში. ერთადერთი მოხელეა ვისაც ბეჭედი ებარა. მორდარი ჰყავდა დედოფალსაც და მეფესაცჰგავს მუსტოფის სარგოს. მორდარი ჰყავდა დედოფალსაც და მეფესაც.
3. რეგისტრირებულია რუსული მმართველობის მიერ 1826 წ. 31 მარტს.