ქაღალდი
მწვანე ქაღალდი, დაწერილი ყავისფერი მელნით.
ერთი და ორი წერტილი ადგილ-ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უოჱ (1790), ივნისის იბ (12).
ბოდბელი მიტროპოლიტი დავითი, მეღვინეთუხუცესი პაატა, ნაცვალი დიმიტრი, ქევხა გიორგი.
1. ახლავს ხელრთვა: ყ(ოვლა)დ უსამღვდელოესი ბოდბელი დავით.
2. მანანა ჭუმბურიძე, ხელრთვები, თბილისი 2016, გვ. 160.
3. მინაწერი: “1790 წ. ბოდბელ დავით ხეური ნასყიდა”.
4. მეღვინეთუხუცესი - მოხელე, ღვინის სახელმწიფო გადასახადის - კულუხის უზენაესი მეთვალყურე, ხელმძღვანელობდა განსაკუთრებულ დაწესებულებას ,,საღვინეს“ სადაც ინახებოდა ყველაფერი რაც მეღვინეობას და მევენახეობას ესაჭირეობოდა: ღვინის ჭურჭელი, ვენახის დასამუშავებელი იარაღები, საყინულე, მარნები, სადაც ყურძენი იწურებოდა. ჰყავდა ხელქვეითი მოხელეები: საღვინეს მოლარე, მეკულუხე, ქონების მცველი, მეღვინე, თავლიდარი და სხვა.
5. ქევხა/ქემხა (სპარ) - მამასახლისი, მოურავის ქვეშევრდომი არაქართულ სოფლებში; ქალაქში საპატიო, მაგრამ დაბალი რანგის მოხელე, მისი ფუნქცია იყო სოფლებში წესრიგის დაცვა, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება . მცირე მნიშვნელობის საქმეების გარჩევა სოფლის ქემხა გზირზე მაღალი თანამდებობის იყო და სოფლის მამასახლისის ფუნქციებს ასრულებდა.
6. ნაცვალი - მოხელე, ვისიმე მოადგილე. ნაცვლებად მცირე შეძლების აზნაურები ინიშნებოდნენ. ისინი მეთვალყურეობას უწევდნენ ქალაქში წესრიგის დაცვას, სოფლად - მოურავის მოადგილე.