ქაღალდი
ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი და მძიმე რამდენიმე ადგილას.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ჩყთ (1809), იანვრის იბ (12).
კათალიკოსი ანტონ II
ნაზირი (არაბ.) - იგივე ეზოსმოძღვარი. შემოიღეს მეფე როსტომის დროს.სახლ-კარის ზედამხედველი; ეზოს მოძღვარი; მეთვალყურე მეფის ხარჯისა და დარბაზის რიგისა. სამეურნეო ფუნქციების მოხელე; სალაროს ნაზირი, ქარხნის ნაზირი, ჩარფა ნაზირი (უმიკაშვილისა და ჩუბინაშვილის განმარტებით ,,ოთხფეხთა ზედამხედველი არის“) მისი საქმიანობა დაკავშირებულია მეფის მეცხენეობასთან და მეცხვარეობასთან (სარგო წელიწადში ერთი კვიცი). განაგებდნენ მეფის საწყობებს. ამარაგებდნენ სასახლეს, აგროვებდნენ გადასახადებს. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს.