ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

სახლ-კარის ნასყიდობის წიგნი ქაიხოსროვანთ ოსანასი თავის ბიძა პაპინასა და მისი შვილებისადმი

საუკუნე
XVII
წელი
1699 წ. 20 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი.

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/275
მასალა

ქაღალდი , დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
305X215
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ერთი, ორი და სამი წერტილი მონაცვლეობით ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა ტპზ (1699), აპრილის კ (20).

დამტკიცება

გიორგი მელიქი, პაპუა მამასახლისი, ნასყიდა გოგინასშვილი, ტერ მიქელა.

ხელრთვა
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

1. ახლავს რვა ბეჭედი და  ჯვარი.

2. ვანქის ტაძარი, ვანქის ღვთისმშობლის მამათა მონასტერი, ფაშავანქი — ყოფილი სომხური საკათედრო ტაძარი თბილისში, ორბელიანთუბანში, ავანაანთხევის და მტკვრის შესაყარზე, მდინარის მარჯვენა ნაპირზე, მუხრანის ხიდის მახლობლად. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას ვანქის უბანს უწოდებდნენ.

3. მელიქმამასახლისი - XVIII ს-ის დასაწყისში მელიქისა და მამასახლისის თანამდებობები შეერთდა და ეწოდა მელიქმამასახლისი, რომელსაც განსხვავებული ფუნქცია ჰქონდა და ექვემდებარებოდა მელიქს. მის ფუნქციაში შედიოდა სამეფოს საფინანსო საქმიანობის მოწესრიგება და ქონებრივი აღებ-მიცემობის შინაარსის საბუთების დამტკიცება, მაგ. ნასყიდობის წიგნების.

4. ქეთხუდი/ქეთხუდა (სპარს.) - პირველი მოქალაქე; პირველი ხარისხის ვაჭარი; სოფლის მამასახლისი; პატივცემული პირი.

5. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1819 წ. 11 დეკემბერს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.