ქაღალდი
ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
სამი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული
ქორონიკონსა ტპზ (1699), აპრილის ა (1).
მელიქი გიორგი, მამასახლისი პაპუა.
1. ახლავს ხუთი ბეჭედი და ოთხი ჯვარი.
2. მინაწერი: “ ….. ჩაიწერა იე.”
3. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1822 წ. 8 თებერვალს, სოვეტნიკი ოთარ ქობულოვი.
4. მელიქი (არაბ.) - ქალაქის მმართველი მოხელე, მოურავის ხელქვეითი, ქალაქის თავი, რომელიც მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებდა სამოქალაქო საკითხებში. ევალებოდა ქალაქში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. ეს ტერმინი საქარათველოს სამოხელეო წყობილებაში XVI ს-ში შემოვიდა.
5. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში.