ქაღალდი
ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
ორი წერტილი ადგილ-ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა ჩღჟჱ (1798), მაისსა კ (20).
თავადი, მოურავი იესე იაშვილი, გელათის იღუმენი გრიგოლ ლორთქიფანიძე. გვიანდელი დამტკიცება - პოლკოვნიკი ქაიხოსრო წერეთელი.
1. ახლავს სამი ბეჭედი.
3. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1823 წ. 12 მაისს.
4. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლსა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.