ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოთახის ნასყიდობის წიგნი აღაზამანთ მარტიროსასი შიოანთ მელქოასადმი

საუკუნე
XVIII
წელი
1728 წ. 4 ოქტომბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/180
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
N 59
მასალა

ქაღალდი, დაწერილი ყავისფერი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
632X232
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

სამი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უივ (1728), ღვინობისთვის დ (ოქტომბრის 4).

დამტკიცება

აშხარბეგი, ქალაქის მელიქ-მამასახლისი, ზურაბ ზარაფი, ბაღდასარა მიღდისი.

ხელრთვა
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

1. მინაწერი: „სახლის სიგელია“.

2. ახლავს ცამეტი ბეჭედი.

3. მელიქმამასახლისი - XVIII ს-ის დასაწყისში მელიქისა და მამასახლისის თანამდებობები შეერთდა და ეწოდა მელიქმამასახლისი, რომელსაც განსხვავებული ფუნქცია ჰქონდა და ექვემდებარებოდა მელიქს. მის ფუნქციაში შედიოდა სამეფოს საფინანსო საქმიანობის მოწესრიგება და ქონებრივი აღებ-მიცემობის შინაარსის საბუთების დამტკიცება, მაგ. ნასყიდობის წიგნების.

4. მიღდისი - (სომხების მღვდელი).

5. ზარაფი: ფულის გამსესხებელი, ბანკირი.

6. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1822 წ. 8 თებერვალს, სოვეტნიკი ოთარ ქობულოვი.