ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ლუარსაბ ყარაბუდახიშვილის, ტყვეობიდან დახსნისათვის ქევხა სერგიას მიერ დამატებითი თეთრის მოთხოვნის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ქიზიყის მოურავ პაპუასადმი, ლუარსაბისთვის მხოლოდ ტყვეობიდან გასათავისუფლებელი თეთრის დაკისრების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1765 წ. 15 ივლისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/3064
მასალა

ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
206X150; რესტავრაციის შემდეგ: 224X170
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

 რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უნგ (1765), მკათათვის იე (ივლისის 15) 

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. ქევხა/ქემხა (სპარ) - მამასახლისი, მოურავის ქვეშევრდომი არაქართულ სოფლებში; ქალაქში საპატიო, მაგრამ დაბალი რანგის მოხელე, მისი ფუნქცია იყო სოფლებში წესრიგის დაცვა, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება  . მცირე მნიშვნელობის საქმეების გარჩევა სოფლის ქემხა გზირზე მაღალი თანამდებობის იყო და სოფლის მამასახლისის ფუნქციებს ასრულებდა.

2. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.

პირი, 1753/53, გვ.115-116.