ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ყმის ნასყიდობის წიგნი ვახუშტი ჯავახიშვილისა ლუარსაბ ვაჩნაძისადმი

საუკუნე
XVIII
წელი
1781 წ. 13 დეკემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/160
მასალა

ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით, დალაქავებული.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
515X231
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი და მძიმე ადგილ-ადგილ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უთ (1781), ქრისტეშობის იგ (დეკემბრის 13).ახლავს

დამტკიცება

თეიმურაზ ჯავახიშვილი, ბეცია თარხნიშვილი, მამუკა თარხნიშვილი, ნიკოლოზ გლურჯიძე მოლარეთუხუცესი, რევაზა ქიზიყის მოურავი, დავითი ქალაქის მოურავი, ზაზა ყორიასულბაში, აიდემურ ვაჩნაძე ხალვათხანის ეშიკაღაბაში, ლუარსაბ [თარხნიშვილი], მიმბაში.

ხელრთვა
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

1. ახლავს ათი ბეჭედი და ორი ხელრთვა.

2. მინაწერი: „ქ. ჯავახიშვილის ნასყიდობის წიგნი“.

3. მოლარეთუხუცსი - სამეფო ან სადედოფლო  ხაზინის მოანგარიშეების უფროსი, გამგებელი. მის განკარგულებაში იყოფული, სამკაულები, სახელმწიფო იარაღი, ფარჩეული, ჩასაცმელ-დასახურავი, ცხენ-იარაღის მორთულობა

4. ხალვათხანის ეშიკაღასბაში - თიხის ჭურჭლის ქარხნის ზედამხედველი, გადასახადების ამკრეფი (ხალვათხანა - ხელოსნების უბანი, სადაც ძირითადად თიხის ჭურჭელს ამზადებდნენ, ქარხანა).

5. ყორიასაულბაში (თურქ.)  - პოლიციის ხელჯოხიანი (,,პყრობისა და რისხვის")  საპატიო მოხელე, იასაულების უფროსი; ეძლეოდა მნიშვნელოვანი საგარეო ხასიათის დავალებები. სავარაუდოდ ყორიასაულბაშებს ელჩებად აგზავნიდნენ მეზობელ ქვეყნებში. ეშიკაღასბაშის მოადგილე.

6. მიმბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ.  მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე-სიმაგრე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია  და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი.  

7. სარდალი დიდი და საპატიო მოხელე იყო. მეფე ღონისძიებას სადროშოში სარდალთან ერთად გეგმავდა, ამიტომ სარდალი არა მარტო სამხედრო, არამედ ადგილობრივი ადმინისტრაციული მოხელეც იყო.

8. მოურავი — ადგილობრივი მმართველობის მოხელე ძველ საქართველოში. მოურავი ასრულებდა სამეურნეო, ადმინისტრაციულ და სასამართლო ფუნქციებს. იგი იყო მებატონის მამულების მმართველი.