ქაღალდი
ქაღალდი დაწერილი შავი მელნით.
ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უმბ (1754), იანვრის ჰ (8)
თეიმურაზ II, ერეკლე II
მუშრიბი (სპარს., არაბ. კომენტარი) - მწერალი, მოანგარიშე; მოხელე, რომელიც აწარმოებდა, როგორც სამეფო კარის, ასევე დიდმოხელეების მიმოწერას და შემოსავლების ანგარიშს. მუშრიბი მწერალი, ბუღალტერი - ივანე ჯავახიშვილის აზრით იგი ზედამხედველს, მეთვალყურეს ნიშნავდა და მეჭურჭლეთუხუცესის სახელოში შედიოდა. მის მოვალეობაში შედიოდა ანგარიშის წარმოება, დავთარში შემოსავალ-გასავლის ჩაწერა და საერთოდ საქმის წარმოება. მუშრიბი ისევე როგორც თავლიდარი ყველა ქარხანაში და სალაროში იყო. იგი სხვა და სხვა უწყებაში მუშაობდა და სარგოსაც იმის მიხედვით ღებულობდა.
მებაჟე — ბაჟის ამკრეფი მოხელე ფეოდალურ საქართველოში.მებაჟეების ძირითადი ფუნქცია ქალაქში შემოტანილ და გატანილ საქონელზე სახელმწიფოს მიერ დაწესებული საბაჟო გამოსაკრეფის აღება იყო.