ქაღალდი
ქაღალდი ჭვირნიშნით, დაწერილი ყავისფერი მელნით.
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია არასრული სახით, მარცხენა კიდე და საბუთის დასაწყისი დაზიანებული, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უპ (1792), მაისს გ (3).
ანაგის ქევხა ზაალ.
1. ახლავს ხელრთვა: ,,სტეფანე"
2. ფანქრით მინაწერი: ,,ვასო ბეგიევისა.''
3. ქევხა/ქემხა (სპარ) - მამასახლისი, მოურავის ქვეშევრდომი არაქართულ სოფლებში; ქალაქში საპატიო, მაგრამ დაბალი რანგის მოხელე, მისი ფუნქცია იყო სოფლებში წესრიგის დაცვა, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება. მცირე მნიშვნელობის საქმეების გარჩევა. სოფლის ქემხა გზირზე მაღალი თანამდებობის იყო და სოფლის მამასახლისის ფუნქციებს ასრულებდა.
4. წისქვილი - ძლიერი სოფლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, უკვე \++ ს-დან. წისქვილი განსაზღვრავდა სოფლის ეკონომიკურ სიძლიერეს. დიდ სოფლებში ზოგჯერ ორი ან სამი წისქვილი იყო და რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა. ამიტომ მეწისქვილეობა რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობა იყო და იგი მეტწილად თავისუფლდებოდა საფეოდალო და საეკლესიო გადასახადებისგან. სოფლის გაყიდვის ან შეწირვის შემთხვევაში, სათანადო საბუთში წისქვილი აუცილებლად აღინიშნებოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მდინარე მტკვარზე გამართულ წისქვილებს.