ქაღალდი
ქაღალდი, დაწერილი ყავისფერი მელნით.
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახლით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უკდ (1736), თებერვლის კე (25).
დედოფალი თამარი.
1. ახლავს ერთი ბეჭედი.
2. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.
3. ელი (არაბ.) – მომთაბარე, ქოჩად მოსიარულე მთის ხალხი, უმეტესად მეჯოგეები.
4. მინაწერი: “თათრების წყალობა”.
5. მინაწერი: ლურჯი ფანქრით - "1737 წ.”.
6. მინაწერი: “ეს არუხლუს სამოურავო ბატონის დედოფლის წყალობა თამარ დედოფალი”.