ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

დუქნის ადგილის ნასყიდობის წიგნი მელქუა არეშისშვილისა ფასუა მამიჯანასშვილისადმი

საუკუნე
XVIII
წელი
1716 წ. მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/120
მასალა

ქაღალდი, დაწერილი ყავისფერი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
644X220
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უდ (1716), მაისი.

დამტკიცება

აშხარბეგა მელიქი, ზურაბ მამასახლისი, გოგინა ლამაზასშვილი, ვერმიშა ბაღდასარასშვილი, მარტიროზა ოანეზასშვილი, ქიტუნა ჯავახისშვილი, მელქუა დათუნასშვილი, პაპა ასრათასშვილი, ღოინა როგანასშვილი, ბერიკა პაატასშვილი.

ხელრთვა
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

1. ახლავს სამი ბეჭედი და  თორმეტი ჯვარი.

2. მელიქი  (არაბ.)  - ქალაქის მმართველი მოხელე, მოურავის ხელქვეითი,  ქალაქის თავი, რომელიც მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებდა სამოქალაქო საკითხებში. ევალებოდა ქალაქში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. ეს ტერმინი საქარათველოს სამოხელეო წყობილებაში  XVIს-ში შემოვიდა. 

3. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში. აკრეფილი გადასახადი ქალაქში უნდა ჩაეტანა.