ქაღალდი
ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა უია (1723), იანვრის (17).
კონსტანტინე II, დედოფალი ფერიჯან ბეგუმი, თეიმურაზ II.
1. ახლავს სამი ბეჭედი.
2. მდივანთუხუცესი - მოხელე, რომლის თანამდებობა შეიქმნა XVIII ს-ის მეორე ნახევარში. ერეკლე II-ის დროს მმართველობის ცენტრალურ აპარატში ცალკე თანამდებობად ჩამოყალიბდა მდივანთუხუცესობა უცხო ქვეყნებთან ურთიერთობის საწარმოებლად. ყოფილა ორი მდივანთუხუცესი: ერთი ქრისტიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა ქრისტიანულ ქვეყნებთან ურთიერთობას და მეორე მაჰმადიანი, რომელიც აწესრიგებდა საქართველოსა და მაჰმადიანურ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას. მდივანთუხუცესი აგზავნიდა უცხო ქვეყნებში ელჩებს და ღებულობდა იქიდან ჩამოსულ სტუმრებს. იღებდნენ უცხოეთიდან მიღებულ წერილებს და აცნობდნენ მეფეს. მეფის ბრძანებით იწვევდნენ საგანგებო საბჭოს და სხვა. მას ჰყავდა დამხმარედ ორი მდივანი. მდივანთუხუცესი მდივნების უფროსი არ იყო, იგი საგარეო საქმეთა მმართველობის უფროსად ითვლებოდა და თანაშემწეებად თითოეულს ორი მდივანი ეხმარებოდა საქმეების მოწესრიგებაში. შეესაბამება დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას.
3. ჯანიშინი (სპარსულად ჯანეშენ —მოადგილე, ნაცვალი) შაჰის მიერ ირანში გაწვეული ქართლის მეფის ნაცვლად ქვეყნის გამგებლად დატოვებული პირი. ირანის სეფინი შაჰები ქართლის მეფეს ერთდროულად ირანის სპარსალარობასაც აძლევდნენ და იქვე ტოვებდნენ მოვალეობის შესასრულებლად, მის სამეფო საქმეებს კი მისივე მემკვიდრე — ჯანიშინი ასრულებდა. წყაროებში მას ნაიბი ან გამგეც ეწოდებოდა.
4. მინაწერი v-ზე: “კონსტანტინე ერასტიშვილის მამულის საფიცარი”.