ქაღალდი
ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი და მძიმე ადგილ-ადგილ.
მოღწეულია არასრული სახით, მარჯვენა კიდეზე აკლია ასოები, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უპვ (1798), იულისსა ლ (ივლისის 30).
ბატონიშვილი იულონი, სალომე ამილახორი, კათალიკოსი ანტონ II.
1. ახლავს ორი ბეჭედი და ანტონ II-ის ხელრთვა.
2. მწიგნობარი - მეფის კარის მოხელე, მწერალი, მდივანი. ადრეული შუა საუკუნეებიდან საქართველოში სხვადასხვა დროს ცნობილია 26 ერთმანეთისგან განსხვავებული უფლებების მქონე მწიგნობარი. ამ 26 მწიგნობრის უფროს-უმცროსობა გამოიხატებოდა მათთვის გასაცემი ,,საწერელი’’ ქაღალდის რაოდენობით: ,,სამი ფურცელი საწოლის მწიგნობარსა, ორი ფურცელი ზარდახნის მწიგნობარსა და თითო ფურცელი სხვათა მწიგნობართა’’ (ხელმწიფის კარის გარიგება, 4/63).
3. კათალიკოსი - (ბერძ.-მთავარი, საყოველთაო) V ს.-იდან არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ტიტული.