ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

სოფელ კარალეთის წყალობის წიგნი მეფე ბაქარისა სახლთუხუცეს ედიშერ ციციშვილისადმი

საუკუნე
XVIII
წელი
1717 წ. 15 ნოემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/94
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
№ 103
მასალა

ქაღალდი თეთრი, ყვითელი ლაქებით, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
425X223
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ერთი და ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ მონაცვლეობით.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უე (1717), გიორგობის იე (ნოემბრის 15).

დამტკიცება

მეფე ბაქარი.

ბეჭედი
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

 1. აქვს მარტივი ორნამენტით შემკული ქანწილი.

2. ახლავს ერთი ქართული და ორი აღმოსავლური ბეჭედი.

3. ორენოვანი (ქართულ-აღმოსავლური).

4. მინაწერები: ა. ,,ქ. კარალეთის წიგნი.'' ბ. ,,ქ. კარალეთის წიგნი მეფის ბაქ[ა]რის, ქკს უე.'' 

5. თავადი — ფეოდალური კლასის ზედაფენის წარმომადგენელი XV-XVIII საუკუნეებში საქართველოში, აზნაურთაგან განსხვავებული ცალკე წოდება. XV საუკუნამდე ფეოდალთა კლასის წარმომადგენელთა საერთო სახელი აზნაური იყო. აზნაურთაზედა ფენას დიდებული აზნაურები (დიდებულები), ხოლო ქვედაფენას აზნაურები შეადგენდნენ. „თავადი“ წარმოდგება სიტყვა „თავისაგან“ და ნიშნავსუფროსს. XI—XIV საუკუნეებში ქართულ წყაროებში გვხვდება გამოთქმები „თავადნი კაცნი“, „თავადნი სამეფოსანი“, „თავადი სპათა“, „ვაჭართა თავადი“ და სხვა. ამ შემთხვევებში თავადი უფროსს, თავკაცს ნიშნავს. იმავე დროს თავადიდიდებულის სახლის უფროსსაც უნდა რქმეოდა.

6. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.

7. მდივანმწიგნობარი - უპირველესი მდივანი მეფის კარზე, მეფის საქმიანი დოკუმენტების შემდგენელი და დამწერი. რანგით მდივანზე მაღლა მდგომი მოხელე.