ეტრატი
ეტრატი ყავისფერი, ადგილ-ადგილ დახვრეტილი, დაწერილი შავი მელნით.
სამი წერტილი ადგილ-ადგილ.
ბოლონაკლული, ქვედა მარჯვენა კიდე მოხეულია.
ქორონიკონსა ტნბ (1664), თიბათვის ბ (2 ივნისი).
1. ბოლონაკლული. მარჯვენა ბოლო კიდეს ასოები აკლია.
2. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში. აკრეფილი გადასახადი ქალაქში უნდა ჩაეტანა.