ეტრატი
ეტრატი ყავისფერი დაწერილი შავი მელნით, ადგილ-ადგილ დახვრეტილი.
სამი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
თავნაკლული, მარჯვენა კიდის ზედა ნაწილს ასოები აკლია.
ქორონიკონსა ტლ (1642), მარტი დ (4).
მეფე როსტომი
მანანა ჭუმბურიძე, ხელრთვები, დამწერები, თბილისი 2016 წ. გვ. 34.
1. ახლავს ერთი ბეჭედი და ხელრთვა.
2. აზნაური - პრივილეგირებული მიწათმოქმედი უკვე V ს.-ში, XV ს-დან ძირითადი მასა ფეოდალებისა, პირდაპირ დამოკდებული მეფეზე, თავადებზე და ეკლესიაზე. იყო ოთხი კატეგორია: სამეფო, სადედოფლო, სათავადო და საეკლესიო.
3. მოურავი — ადგილობრივი მმართველობის მოხელე ძველ საქართველოში. მოურავი ასრულებდა სამეურნეო, ადმინისტრაციულ და სასამართლო ფუნქციებს. იგი იყო მებატონის მამულების მმართველი.
4. ციხისთავი - სამხედრო-ადმინისტრაციული ფუნქციების ადგილობრივი (საქვეყნოდ გამრიგე) მოხელე, თავდაცვითინაგებობების -ციხესიმაგრეებისა და მათგარშემო არსებული საფორტიფიკაციო ქსელის გამგებელი, ციხის გარნიზონის მეთაური, ციხესიმაგრესთან დაკავშირებული სამხედრო, სამეურნეო და ფინანსური საქმიანობის (საბაჟო საქმე) ხელმძღვანელი.