ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ქულბაქის ნასყიდობის წიგნი არაქელ მურადასშვილისა ალელ იარალა ბაისოღულასშვილისადმი

საუკუნე
XVII
წელი
1620 წ. 24 იანვარი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/91
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
№ 9008
მასალა

ქაღალდი თეთრი ლაქებიანი, ჭვირნიშნით, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
425X280
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

სამი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა ტჱ (1620), იანვარსა ოცდაოთხსა.

დამტკიცება

ქალაქის მელიქი ქაიხოსროვ, მამასახლისი გიორგი, შაზინაანთ ხუტინა, ბასტამა, ამასოანთ ესტატე, სარქისა მირემაშვილი, ყუზაანთ ბეჟოა, ზენალანთ ბაღდასარა, შერმაზანა ქართველი.  

ბეჭედი
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

1. ახლავს ორი ბეჭედი.

2. უზის ოთხი ჯვარი.

3. ქულბაქი - ბაზარში მდებარე პატარა დუქანი.

4. მელიქი  (არაბ.) - ქალაქის მმართველი მოხელე, მოურავის ხელქვეითი,  ქალაქის თავი, რომელიც მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებდა სამოქალაქო საკითხებში. ევალებოდა ქალაქში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. ეს ტერმინი საქარათველოს სამოხელეო წყობილებაში  XVI ს-ში შემოვიდა.

5. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში. აკრეფილი გადასახადი ქალაქში უნდა ჩაეტანა.