ქაღალდი
ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი ყავისფერი მელნით.
ორი ადა სამი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ, მონაცვლეობით.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა უიდ (1726) თებერვლის კბ (26).
1. ახლავს ხუთი ბეჭედი.
2. უზის ოთხი ჯვარი.
3. მელიქმამასახლისი - XVIII ს-ის დასაწყისში მელიქისა და მამასახლისის თანამდებობები შეერთდა და ეწოდა მელიქმამასახლისი, რომელსაც განსხვავებული ფუნქცია ჰქონდა და ექვემდებარებოდა მელიქს. მის ფუნქციაში შედიოდა სამეფოს საფინანსო საქმიანობის მოწესრიგება და ქონებრივი აღებ-მიცემობის შინაარსის საბუთების დამტკიცება, მაგ. ნასყიდობის წიგნების.
4. ნაცვალი - მოხელე, ვისიმე მოადგილე. ნაცვლებად მცირე შეძლების აზნაურები ინიშნებოდნენ. ისინი მეთვალყურეობას უწევდნენ ქალაქში წესრიგის დაცვას; სოფლად - მოურავის მოადგილე. ამასთანავე ევალებოდათ უცხო ქვეყნებში წამსვლელ-მომსვლელთა თვალის მიდევნება, რის შესახებაც ყოველდღიურ ანგარიშს აბარებდა მოურავს. გარდა ამისა ევალებოდა ვაჭრების მიერ ვაჭრობის წესების დაცვის მეთვალყურეობა. იგი წესრიგს ამყარებდა დოღისა და საერთოდ საზოგადოებრივი გართობის ადგილებში. მას ზომები უნდა მიეღო ხანძრისა და ეპიდემიების შემთხვევაში.
5. ბაყალი (არაბ.) – ხმელი და ნედლი ხილის, ბოსტნეულის, სხვა მზა სანოვაგით და წვრილმანებით მოვაჭრე.
6. კალატოზის. ხელოსანი, რომელიც ქვით, აგურითა და მისთ. აგებს შენობას.