ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ყმა-მამულის წყალობის წიგნი კონსტანტინე II-ისა თავად ზაზა ფანასკერტელისადმი

საუკუნე
XV
წელი
1467 წ.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/64
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი თეთრი, ლაქებიანი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
712X170
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა რნე (1467).

ბეჭედი
დამწერი
შენიშვნა

1. ახლავს ქანწილი, შემკული ხვეული ხაზებით.

2. აქვს ერთი ხელრთვა.

3. მინაწერები: ა.),,ქ. მეფის კოსტატილის წყალობის სიგელი სოფლების.'' ბ.) ,,ქ. მე მეფე კოსტატილეს საფიცარი.''

4. თავადი — ფეოდალური კლასის ზედაფენის წარმომადგენელი XV—XVIII საუკუნეებში საქართველოში, აზნაურთაგან განსხვავებული ცალკე წოდება. XV საუკუნამდე ფეოდალთა კლასის წარმომადგენელთა საერთო სახელი აზნაური იყო. აზნაურთა ზედა ფენას დიდებული აზნაურები (დიდებულები), ხოლო ქვედა ფენას აზნაურები შეადგენდნენ. „თავადი“ წარმოდგება სიტყვა „თავისაგან“ და ნიშნავს უფროსს. XI—XIV საუკუნეებში ქართულ წყაროებში გვხვდება გამოთქმები „თავადნი კაცნი“, „თავადნი სამეფოსანი“, „თავადი სპათა“, „ვაჭართა თავადი“ და სხვა. ამ შემთხვევებში თავადი უფროსს, თავკაცს ნიშნავს. იმავე დროს თავადი დიდებულის სახლის უფროსსაც უნდა რქმეოდა.