ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

სოფელ კიკეთში მდებარე მამულის ნასყიდობის წიგნი ლევან აბაშიშვილისა სულხან თუმანისშვილისადმი

საუკუნე
XVIII
წელი
1738 წ. 12 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/79
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი ყავისფერი და შავი მელნით. 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
555X262
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ერთი  და ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. 

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში. 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უკვ (1738), მაისი იბ (12).

დამტკიცება

ზურაბ ზურაბიშვილი, ქაიხოსრო გოშტაშაბისშვილი, პაატა გერმანოზისშვილი, ედიშერ საამისშვილი, ერასტი იოთამისშვილი, ავთანდილ მდივანი, იესე ქაიხოსროს ძე სოლაღაშვილი, ზაალ ყორღანაშვილი. თბილელი ეფთვიმი, ეშიკაღასბაში დემეტრე, დავით სარდლისშვილი

ბეჭედი
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

1. ახლავს ცამეტი  ბეჭედი. 

2. ახლავს ქანწილი ტეხილი ხაზებით.

3. გვიანდელი დამტკიცება ქორონიკონსა უპა (1793), ივნისი იდ (14).

4. სუფრაჯი/სუფრაჩი (თურქ.) - სასახლის მოხელე, რომელიც განაგებდა მეფის პირად მომსახურებას. წვეულების, სუფრის ზედამხედველი. საფარეშოს მოხელე, რომელიც მეფის პირად მომსახურებასთან ერთად, ასრულებდა მეფის მიერ ნაბრძანებ დავალებებსაც. სუფრაჯი იგივე ჩუნჩარეხი/ჩუნჩენახი. ჯერ იყო ტერმინი ჩუნჩარეხი შემდეგ შეიცვალა სუფრაჯით, ქართულად მატაკარანი. დედოფალსაც ჰყავდა სუფრაჯი. მათ საპატიო ადგილი ეჭირათ სასახლის მოხელეებს შორის. იგი მეფესთან დაახლოებული და გავლენიანი პირი იყო.

5. მდივანმწიგნობარი - უპირველესი მდივანი მეფის კარზე, მეფის საქმიანი დოკუმენტების შემდგენელი და დამწერი. რანგით მდივანზე მაღლა მდგომი მოხელე. 

6. ქეშიკჩიბაში (სპარს.) - სამეფო კარის მცველთა უფროსი.  

7. ნაიბი - ნაცვალი, მოადგილე.