ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

სოფელ მეღვრიკეთის მოურავობის წყალობის წიგნი სინას მთის მონასტრის არქიეპისკოპოსის კირილესი აზნაურ დავით დედანაშვილისადმი

საუკუნე
XVIII
წელი
1781 წ.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/70
მასალა

მონაცრისფერო ქაღალდი, დაწერილი ყავისფერი მელნით. მარჯვენა კიდეზე აკლია ასოები.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
284X220
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ.

მდგომარეობა

მარჯვენა კიდე დაზიანებული, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩთ (1781), ივლისის ა (1).

ბეჭედი
დამწერი
შენიშვნა

1. საბუთი დაწერილია ეგვიპტეში. 

2. მინაწერი  ბერძნულ ენაზე. 

3. თავში უზის დიდი მრგვალი ბეჭედი, დაზიანებული. 

4. აზნაური - პრივილეგირებული მიწათმოქმედი უკვე V ს.-ში, XV ს-დან ძირითადი მასა ფეოდალებისა, პირდაპირ დამოკდებული მეფეზე, თავადებზე და ეკლესიაზე. იყო ოთხი კატეგორია: სამეფო, სადედოფლო, სათავადო და საეკლესიო.

5. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.