ეტრატი
ეტრატი ყვითელი ლაქებით, დაწერილი შავი მელნით.
ორი და სამი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა ს (1512), მაის[ს]ა შვიდსა.
1. ახლავს გვიანდელი მინაწერი: ,,მეფის დავითის წყალობის წიგნი არის, თავადის იოანე სოლაღოვისადმი ბოძებული.''
2. აქვს ორი ხელრთვა.
3, სახლთუხუცესი იგივე აბრამადი - მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.