ქაღალდი
ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით.
ერთი და ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ მონაცვლეობით.
მოღწეულია დაზიანებული სახით, მარჯვენა კიდეზე აკლია ტექსტი, რესტავრირებული.
1703-1716 წწ. დათარიღებულია ბეჭდის მიხედვით.
ერეკლე II
1. სისხლი/სასისხლო სიგელი - ქონებრივი ან ფულადი საზღაური, რომელიც დამნაშავეს დაზარალებულის გვარისთვის უნდა გადაეხადა ამათუ იმ ზიანისათვის. ასეთ ქონებრივ საზღაურს ქართული იურიდიული ტერმინოლოგიით ,,სისხლი“ ეწოდებოდა. ქონებრივი საზღაურის რაოდენობის განსაზღვრა, რომელიც დამნაშავეს დაზარალებულის გვარისთვის უნდა გადაეხადა მიყენებული ზიანისათვის.
2. აზნაური - პრივილეგირებული მიწათმოქმედი უკვე V ს.-ში, XV ს-დან ძირითადი მასა ფეოდალებისა, პირდაპირ დამოკდებული მეფეზე, თავადებზე და ეკლესიაზე. იყო ოთხი კატეგორია: სამეფო, სადედოფლო, სათავადო და საეკლესიო.
3. მეფემ ხატიაშვილებს გაუჩინა აზნაურის სისხლი : ორასორმოცი ხარი, ცხენი და იარაღი.
4. საბუთს თავში უზის დიდი ზომის მრგვალი ბეჭედი სპარსული ლეგენდით.