ქაღალდი
ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით.
ერთი და ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ მონაცვლეობით.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
[1689-1703]
ერეკლე I
1. მალი- ეწოდებოდა სოფლის მეურნეობაზე დადებულ გადასახადს. იგი აიღებოდა როგორც ნატურით, ისე ფულადად.
2. მემალე - მოხელე, მალის გასახადასის ამკრეფი.
3. ხასანდარი/ხასადარი (სპარ.) სამეფო სახნავი და სავენახე მამულების ზედამხედველი, რომელიც ანაწილებდა დასამუშავებელ მიწებზე გლეხებს, კრეფდა სამეფო მამულების გადასახადებს და აწარმოებდა ანგარიშს სახასო მიწების შემოსავლების. მათი მოვალეობა იყო სამეფო მიწების ბეგარით დამუშავების კონტროლი და მხოლოდ პურის შემოსავლის ანგარიში. ხასადარი ადგილობრივი მოხელეა. მას გარდა სამეურნეოსი ადგილობრივი ადმინისტრაციული უფლებებიც ჰქონდა, როგორც მეფის წარმომადგენელს ადგილობრივ მოხელეს. ხასადარის სახელო მემკვიდრეობითი იყო და იღებდა სამეფო შემოსავლიდან
3. ტარუღა -(სპარს. ზედამხედველი) მოსამართლე, მსაჯული; ქალაქის უფროსი ტარუღა - მოხელე, რომელიც აწესრიგებს სურსათის გაყიდვას ბაზარში. ქალაქის უფროსი პოლიცმაისტერი.