ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ქიზიყის ასისთავობის და შესაბამისი სარგოს წყალობის წიგნი ერეკლე I ნაზარალიხანისა ასისთავ შერმაზანისადმი

საუკუნე
XVII
წელი
1693 წ. 26 აგვისტო
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/54
მასალა

ღია ყავისფერი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
435X210
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

სამი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა ტპა (1693), მარიამობის კვ (აგვისტოს 26)

დამტკიცება

ერეკლე I, დედოფალი ანა

ბეჭედი
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

1. ასისთავი - ასეულის უფროსი, არჩევითი თანამდებობა.

2. სარგო — მოხელის კუთვნილი წილი ფეოდალურ რენტაში XVI—XVIII საუკუნეების საქართველოში. სარგოს იღებდნენ მეფისფეოდალებისა და ეკლესიის მოხელეები. სარგოს რაოდენობა დამოკიდებული იყო რენტის სიდიდეზე. მასგანსაზღვრავდა მოხელის პატრონი (მეფე, ფეოდალი, ეკლესია) საგანგებო დოკუმენტით — „სარგოს წიგნით“. სამეფო დასადედოფლო მოხელეების სარგოს შემადგენლობა დარაოდენობა განსაზღვრული იყო XVIII საუკუნის საკანონმდებლო ძეგლში — სამეფო დასადედოფლო დასტურლამალში. ფართო გაგებით სარგო ეწოდებოდა აგრეთვე ჯამაგირსა და ულუფას. ჯამაგირი (XVI—XVIII საუკუნეებში) იყო ფულადი საზღაური, რომელსაც მოხელე იღებდა უშუალოდ პატრონისაგან, ხოლოულუფა იყო ისსურსათი თუ ფული, რომელსაც მოხელე იღებდა საშემოსავლო ობიექტიდან ანპატრონისაგან. შემდეგში სარგოს ადგილი თანდათანობით ჯამაგირმა დაიკავა.