ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ქარელის მოურავობის წყალობის წიგნი დედოფლის სახლთუხუცეს ზაქარია ფანასკერტელ ციცისშვილისა ბოქოულთხუცეს იასე ჩინჩალაძისადმი

საუკუნე
XVIII
წელი
1780 წ. 9 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/39
მასალა

ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
460X178
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ერთი და ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩჱ (1780), მარტის თ (9).

დამტკიცება

ქსნის ერისთავის ასული მაკრინა; ქალაქის სარდალ-მოურავი დავითი

ბეჭედი
გამოცემები
შენიშვნა

1. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.

2. ბოქაულთუხუცესი (თურქ.) - საპატიო მოხელე; მეფის მხლებელთა უფროსი, ობერპოლიცმაისტერი. ბოქაულთუხუცესი როგორც აღმასრულებელი აპარატის მოხელე ასრულებდა სხვადასხვა სახის ბრძანებებს; ბოქაულების უფროსი. ბოქაულთუხუცესი ეშიკაღასბაშს ექვემდებარებოდასაპატიო საპოლიციო მოხელე. სასამართლოსა და პოლიციის ბოქაულების უფროსი ობერპოლიცმაისტერი.  ბოქაულთუხუცესი როგორც აღმასრულებელი  აპარატის მოხელე ასრულებდა სხვადასხვა სახის ბრძანებებს,  იღებდა მონაწილეობას სასამართლო გარჩევებში და სისრულეში მოჰყავდა განაჩენები. ბოქაულთუხუცესი როგორც საპოლიციო აპარატის, ისე სასამართლოს მოხელე იყო,  ეშიკაღასბაშის შემდეგ პირველი ადგილი ეჭირა და მას ექვემდებარებოდა. მეჯლისის დროს წესრიგს იცავს, იღებს სტუმრებს და უჩვენებენ შესაფერის ადგილს. იგი საპატიო და შემოსავლიანი სახელოა. ბოქაულთუხუცესის თანამდებობა უფრო ძველია ვიდრე ეშიკაღასბაშის (XVI ს-დან იხსენიება). დასავლეთ საქართველოში საპოლიციო აპარატის ხელმძღვანელი ბოქაულთუხუცესი იყო. ეშიკაღასბაშის სახელო არ არსებობდა.

3. მილახვარი - ამილახვრის (სარდლის) მოადგილე; სამხედრო უწყების მაღალი ჩინის მოხელე. მილახვრის  თანამდებობა XVIII ს-ში შემოვიდა მეფე თეიმურაზ II-ის დროს. იგი საპატიო და გავლენიანი თანამდებობა იყო. მილახვარი სასამართლო საქმეების გარჩევაშიც იღებს მონაწილეობას და ზოგჯერ სამეურნეო ხასიათის ფუნქციაც ჰქონდა.

4. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლსა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.

5. ნაზირი (არაბ.) - იგივე ეზოსმოძღვარი. შემოიღეს მეფე როსტომის დროს. სახლ-კარის ზედამხედველი; ეზოს მოძღვარი; მეთვალყურე მეფის ხარჯისა და დარბაზის რიგისა. სამეურნეო ფუნქციების მოხელე; სალაროს ნაზირი, ქარხნის ნაზირი, ჩარფა ნაზირი (უმიკაშვილისა და ჩუბინაშვილის  განმარტებით ,,ოთხფეხთა ზედამხედველი არის“) მისი საქმიანობა დაკავშირებულია მეფის მეცხენეობასთან და მეცხვარეობასთან (სარგო წელიწადში ერთი კვიცი). განაგებდნენ მეფის საწყობებს. ამარაგებდნენ სასახლეს, აგროვებდნენ გადასახადებს. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს.

6. სამკვიდრო სახელო - სამოხელეო თანამდებობა, რომელიც გადადიოდა მემკვიდრეობით მამიდან შვილზე.

7. სარდარი/სარდალი - მხედართმთავარი.