ქაღალდი
ქაღალდი თეთრი ყვითელი ლაქებით, დაწერილი შავი მელნით.
ორი და სამი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა ტჟგ (1705), მარტის დ (4).
1. ვექილხარაჯა/ვექილხარჯი (მოხელე) ვექილ-ხარჯი - მეფის სურსათის/ხორაგის მნე, შემოსავალ-გასავლის მომწესრიგებელი მოსაქმე;
2. მელიქი (არაბ.) - ქალაქის მმართველი მოხელე, მოურავის ხელქვეითი, ქალაქის თავი, რომელიც მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებდა სამოქალაქო საკითხებში. ევალებოდა ქალაქში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. ეს ტერმინი საქარათველოს სამოხელეო წყობილებაში XVI ს-ში შემოვიდა;
3. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში. აკრეფილი გადასახადი ქალაქში უნდა ჩაეტანა.