ქაღალდი
ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი ყავისფერი მელნით
ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული
ქორონიკონი უნგ (1765), იანვრის თ (9)
ერეკლე II, ავთანდილ ყორღანაშვილი, მღვდელი იოვანე, აღა მამასახლისიშვილი, ვახტანგ თაყაშვილი
1. ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ.VII, 1981 წ. გვ.85-86
2. ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.84-85
1. V-ზე ახლავს 1765 წ. 12 იანვრის ხელწერილი ლუარსაბ ყარაბუდახიშვილის, ქევხა სერგიასგან აღდგომამდე ორი თუმანი და რვა მინალთუნის ვალის აღების შესახებ, პირობით რომ გადაუხდელობის შემთვევაში მელაანში მცხოვრებ ყმას დაუთმობდა.
2. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) - სამეფოს უმაღლესი მსაჯული, სასამართლოს თავმჯდომარე მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. ირანში უმაღლესი მოსამართლე. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.
3. ქევხა/ქემხა (სპარ) - მამასახლისი, მოურავის ქვეშევრდომი არაქართულ სოფლებში; ქალაქში საპატიო, მაგრამ დაბალი რანგის მოხელე, მისი ფუნქცია იყო სოფლებში წესრიგის დაცვა, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება . მცირე მნიშვნელობის საქმეების გარჩევა სოფლის ქემხა გზირზე მაღალი თანამდებობის იყო და სოფლის მამასახლისის ფუნქციებს ასრულებდა.
4. პირი, ფ.1753/53, გვ.93.