ქაღალდი
ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი შავი მელნით.
ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა უნა (1763), გიორგობის კბ (22 ნოემბერი).
1. დაიბრუნა ნამზითვი ნივთები.
2. ბოქაულთუხუცესი (თურქ.) - საპატიო მოხელე; მეფის მხლებელთა უფროსი, ობერპოლიცმაისტერი. ბოქაულთუხუცესი როგორცაღმასრულებელი აპარატისმოხელე ასრულებდა სხვადასხვა სახის ბრძანებებს; ბოქაულების უფროსი. ბოქაულთუხუცესი ეშიკაღასბაშს ექვემდებარებოდა. საპატიო საპოლიციო მოხელე. სასამართლოსა და პოლიციის ბოქაულების უფროსი ობერპოლიცმაისტერი. ბოქაულთუხუცესი როგორც აღმასრულებელი აპარატის მოხელე ასრულებდა სხვადასხვა სახის ბრძანებებს, იღებდა მონაწილეობას სასამართლო გარჩევებში და სისრულეში მოჰყავდა განაჩენები. ბოქაულთუხუცესი როგორც საპოლიციო აპარატის, ისე სასამართლოს მოხელე iyო, ეშიკაღასბაშის შემდეგ პირველი ადგილი eჭიra და მას ექვემდებარებოდა. მეჯლისის დროს წესრიგს იცავს, იღებს სტუმრებს და უჩვენებენ შესაფერის ადგილს. იგი საპატიო და შემოსავლიანი სახელოა. ბოქაულთუხუცესის თანამდებობა უფრო ძველია ვიდრე ეშიკაღასბაშის (XVI ს-დან იხსენიება). დასავლეთ საქართველოში საპოლიციო აპარატის ხელმძღვანელი ბოქაულთუხუცესი იყო. ეშიკაღასბაშის სახელო არ არსებობდა.
3. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) - სამეფოს უმაღლესი მსაჯული; სასამართლოს თავმჯდომარე მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.