ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოსიაურის მოურავობის წყალობის წიგნი დედოფალ რუსუდანისა თავლიდარ გაბრიელ ბაქრაძისადმი

საუკუნე
XVIII
წელი
1732 წ. 27 ნოემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/12
მასალა

ქაღალდი მოყვითალო მოყავისფრო ლაქებით, დაწერილი ყავისფერი მელნით. 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
379X255
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი და ორი წერტილი ადგილ-ადგილ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა  ჩღ₾ბ (1732), გიორგობის თვის კზ ( ნოემბერი 27). 

დამტკიცება

დედოფალი რუსუდანი, მეფე ბაქარი, ბატონიშვილი გიორგი.

ბეჭედი
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1822 წ. 6 ივნისს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.

2. თავლიდარი/თავილდარი/თავლდარი - მოხელე, რომელიც იბარებდა სამეფო შემოსავალს   როგორც ნატურით ისე ფულად  და აწარმოებდა ანგარიშს. მოლარეთუხუცესის თანაშემწე. საბა მას ქართულად გამგეთუხუცესს უწოდებს. პეტრე უმიკაშვილი - ,,მოხელე შემოტანილ-შემოსატანის, შემოსავლის, ნივთის ანუ ფულის მიმღებელი, მბარებელი“. იგი სამეურნეო ხასიათის მოხელეა, მმართველობის სამეურნეო და საფინანსო ხასიათის დარგში. სალაროს თავლიდარი და საჯინიბოს თავლიდარი. თავლიდარი ინახავდა ნივთებს საწყობში, გასცემდა მას და აწარმოებდა ანგარიშს. ქარხნის შემოსავლის თავლიდარი, სამდივანბეგოს შემოსავლის თავლიდარი. 

3. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.

4. მესტუმრე/მემანდარი - მეფის კარის მოხელე.  ექვემდებარებოდა ეშიკაღასბაშს.  ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით XVII ს.ში მეფე როსტომმა მესტუმრეს მემანდარი უწოდა და მას შემდეგ საბუთებში ორივე ტერმინი გვხვდება ერთი და იგივე მნიშვნელობით. მესტუმრის  საზრუნავი სტუმრები ძირითადად უცხო ქვეყნიდან ჩამოსულები იყვნენ. მათ მოვალეობას სტუმრებზე ზრუნვა, მათი გაცილება და გზაზე შესაფერისი დახმარების აღმოჩენა შეადგენდა. რადგან მესტუმრე უცხოელ  სტუმრებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მის ფუნქციებში სამეფოს საგარეო ურთიერთობის საკითხების მოგვარებაც შედიოდა და ხშირად სხვა ქვეყნებშიც აგზავნიდნენ გარკვეული დავალების შესასრულებლად. დაახლოებით შეესაბამება დღევანდელ დიპლომატს, ელჩს.

4. მდივანმწიგნობარი - უპირველესი მდივანი მეფის კარზე, მეფის საქმიანი დოკუმენტების შემდგენელი და დამწერი. რანგით მდივანზე მაღლა მდგომი მოხელე.