ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უმდ (1756 წ.), აპრილის ივ (16)
ერეკლე II; ამბა ალავერდელი ნიკოლოზი
1. [ალავერდელი] ნიკოლოზ ენდრონიკაშვილი - ქიზიყის მოურავ პაატას ძე
2. ჩალთუქი - (თათრ.) მოუმკავი ან მოუცეხველი ბრინჯი კილიანი
3. კილი - თავთავიან მცენარეთა მარცვლის ბუდე. ქერის კილი. ბრინჯის კილი…
4. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი