ქაღალდი
ქაღალდი თეთრი, დაწერილი ყავისფერი მელნით
წერტილი და მძიმე ადგილ-ადგილ
მოღწეულია სრული სახით , კარგ მდგომარეობაში.
ჩღჟჰ (1798), თთუესა იანუარსა, რიცხუსა ია (11)
განწესება შედგენილია თელავის სემინარიის რექტორის დავით ალექსიძის მიერ 1798 წ.
სათაური: 1798 წ. იანვრის 11, ორშაბათსა ჟამსა განთიადისასა + ირაკლი II.
გადამწერის მინაწერი: გვ.4-ის V-ზე ,,გადმოვსწერე მღ.პ. კარბელოვმა, 1911წ. IX/3“.
დედანი, ხეც, S -105.
ამონარიდი დაკრძალვის ცერემონიალიდან: ,,წინ თოფხანა ზარბაზნები თავისი ყუთებით, თავის დროშით და თავისის ამალითგაწყობილონი; აგრეთვე ბალაბანჩიკები და სალამურთა დმკურელნი წესდგობით, წინ აფიცრები - უფროსნი თავს და უმცროსნი ბოლოს ხმალ ამოღებულნი ქვე ხმალ დაშვებულნი. ბალაბანჩიკები და და სალამურთა მხმობელნი უნდა უკრევდენ საგოდებლისა და სალმობიერის ხმითა და ამათ ერთი თოფხანის დროშა წინ უძღოდეს. პირველად მოვიდეს თოფხანის განმგებელი თოფჩიბაში სამეფოს ცხედართან, მესაკრავენი მოჰყვნენ, ბალაბანდი მდაბლად დაჰკრან, უკანასკნელი პატივი მისცენ, ცრემლითიტირონ, გაბრუნდნენ და თავის განწესებულს ადგილს დადგნენ, მოზარენი მოსვლასა ზედაორი ხოროდ წინ უძღოდენ და მათწინმოუძღპდეს შავით მოსილი ცერემონმეისტერი ალექსისძე დავით …"