ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა მღვდელ თუშმალიშვილისა ერეკლე II-ისადმი, მისთვის მღვდლის სარგოს აღდგენისა და საღვთისმეტყველო წიგნების ყიდვის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1791 წ. 30 ივლისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/10492
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
51
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი მოყვითალო ლაქებით, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია თავნაკლულის სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოთ (1791), ივლისის ლ (30) 

ბეჭედი
შენიშვნა

საბუთის დაზიანების გამო ერეკლე II-ის ოქმის მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი.

გვიანდელი მინაწერი შავი ფანქრით: ,,მღვდლის თუშმალოვისა, N51“.

სარგო - მნეთა სარგებელი; შემოსავალი, შესამატი.

სარგო — მოხელის კუთვნილი წილი ფეოდალურ რენტაში XVI—XVIII საუკუნეების საქართველოში. სარგოს იღებდნენ მეფის, ფეოდალებისა და ეკლესიის მოხელეები ფულადი გადასახადის სახით. სარგოს რაოდენობა დამოკიდებული იყო რენტის სიდიდეზე. მას განსაზღვრავდა მოხელის პატრონი (მეფე, ფეოდალი, ეკლესია) საგანგებო დოკუმენტით — „სარგოს წიგნით“. სამეფო და სადედოფლო მოხელეების სარგოს შემადგენლობა და რაოდენობა განსაზღვრული იყო XVIII საუკუნის საკანონმდებლო ძეგლში — სამეფო და სადედოფლო დასტურლამალში. სარგო ეწოდებოდა აგრეთვე ჯამაგირსა და ულუფას. ჯამაგირი (XVI—XVIII საუკუნეებში) იყო ფულადი საზღაური, რომელსაც მოხელე იღებდა უშუალოედ პატრონისაგან, ხოლო ულუფა იყო ის სურსათი თუ ფული, რომელსაც მოხელე იღებდა საშემოსავლო ობიექტიდან ან პატრონისაგან.