ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი ყვითელი ლაქებით, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი ადგილ-ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა უΩთ (1781), აპრილის კბ (22).
1. ბრძანებას ახლავს ბატონიშვილ ლეონის ხარჯის ნუსხა.
2. გვიანდელი მინაწერები: ა) ლეონ ბატონიშვილის ანგარიშები; ბ.) ,,ქ. მანუჩარ მდივნის ანგარიში, რომ თეთრს თხოულობს ნეტარხსენებულ ბატონიშვილს დაუხარჯავს ლეონს ...“
3. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.
4. ალამდარი/ალანდარი - მედროშე, მებაირაღე; ევალებოდა დროშის დაჭერა და შენახვა.