ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ალავერდის მდივნობის სარგოს წყალობის წიგნი კათალიკოს ანტონ II-ისა აზნაურიშვილ დავით მგალობლიშვილისადმი, დამტკიცებული ერეკლე II-ის მიერ

საუკუნე
XVIII
წელი
1793 წ. 26 დეკემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/5327
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
15
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
600X228
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპა (1793), დეკემბრის კვ (26)

დამტკიცება

ერეკლე II, ანტონ II

ხელრთვა
ბეჭედი
გამოცემები
შენიშვნა

 ანტონ II-ემ უწყალობა დავით მგალობლიშვილს ალავერდის მდივნობის სარგოს ნახევარი ერეკლე II-ის ოქმისა და განაჩენის საფუძველზე.

სარგო - მნეთა სარგებელი; შემოსავალი, შესამატი. მოხელის კუთვნილი წილი ფეოდალურ რენტაში XVI—XVIII საუკუნეების საქართველოში. სარგოს იღებდნენ მეფის, ფეოდალებისა და ეკლესიის მოხელეები მათი საგამგებლო ობიექტებიდან როგორც ნატურალური, ისე ფულადი გადასახადის სახით. სარგოს რაოდენობა დამოკიდებული იყო რენტის სიდიდეზე. მას განსაზღვრავდა მოხელის პატრონი (მეფე, ფეოდალი, ეკლესია) საგანგებო დოკუმენტით — „სარგოს წიგნით“. სამეფო და სადედოფლო მოხელეების სარგოს შემადგენლობა და რაოდენობა განსაზღვრული იყო XVIII საუკუნის საკანონმდებლო ძეგლში — სამეფო და სადედოფლო დასტურლამალში. ფართო გაგებით სარგო ეწოდებოდა აგრეთვე ჯამაგირსა და ულუფას. ჯამაგირი (XVI—XVIII საუკუნეებში) იყო ფულადი საზღაური, რომელსაც მოხელე იღებდა უშუალოედ პატრონისაგან, ხოლო ულუფა იყო ის სურსათი თუ ფული, რომელსაც მოხელე იღებდა საშემოსავლო ობიექტიდან ან პატრონისაგან. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ სარგოს ადგილი თანდათანობით ჯამაგირმა დაიკავა.