ქაღალდი
ჭვირნიშნიანი (დათვი ცულით) ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით.
ერთი და ორი წერტილი ადგილ ადგილ
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონს უოჰ (1790), მარტის ა (1)
ერეკლე II, მდივანბეგები ქაიხოსრო ენდრონიკაშვილი, ნიკოლოზ აბაშიძე, მეთოდი ერისთავისძე, მზეჭაბუკ ორბელიანი, თეიმურაზ ციციშვილი
ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. V, 1974 წ. გვ.488-490.
1. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) - სამეფოს უმაღლესი მსაჯული, უფროსი მოსამართლე; სასამართლოს თავმჯდომარე, მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.
2. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.
3. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი. აღა - ბატონი, ბაში - თავი) – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და არმის/სასახლის (ორი). ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი. ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.