ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

საჯვარისმამოს ყმა-მამულის სახლთუხუცესობის წყალობის წიგნი ჯვარისმამა ანტონ დიასამიძისა მგალობელ აზნაურ გიორგი გვანცაძისადმი, დამტკიცებული ერეკლე II-ის მიერ

საუკუნე
XVIII
წელი
1787 წ. 23 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/7
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
428X240
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

 მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოე (1787), აპრილის კგ (23); ქრისტეს აქეთ წელსა ჩღპზ (1787)

დამტკიცება

ერეკლე II, ჯვარისმამა ანტონ დიასამიძე, ჯვარისმამა ათანასე, კათალიკოსი ანტონ II

ხელრთვა
ბეჭედი
გამოცემები
შენიშვნა

1.ამონარიდი წყალობის წიგნიდან: ,,სახლთუხუცობა გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ განმაცხოველებელის წმინდის საფლავის სამსახურსა შინა და მისის უმაღლესობისა საქართველოს მეფის ირაკლის ერთგულებასა შინა“

2. ამონარიდი ერეკლე II-ის ოქმიდან: ,,ამ ჯვარის მამისგან მიცემულს სახლთუხუცობის წყალობის წიგნს ვამტკიცებთ. ქ. ის ძველი წიგნები ჩვენ მოგვერთვა და არ ვიცით მივაბარეთ ვისმე თუ წიგნები გვაქვს სადმე შენახული, და როდესაც ვიპოვითიმ წიგნებსაც უბოძებთ“.

3. ჯვარისმამა -  იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, გამოგზავნილი საქართველოში იერუსალიმის ქართული ეკლესიების კუთვნილი ყმა-მამულის სამართავად. ისინი აკონტროლებდნენ საქართველოში მდებარე იერუსალიმის სამონასტრო ქონებიდან გადასახადების აკრეფას,  ნიშნავდნენ მოურავებს სოფლებში სადაც ყვრის მონასტრის მამული მდებარეობდა. თბილისში სიონის ტაძრის პირდაპირ მდებარეობდა ჯვარისმამის ეკლესია, რომელიც ,,ჯვარის მამის" ადგილსამყოფელს წარმოადგენდა. გარდა ეკლესიისა ჯვარის მამებს თბილისში საცხოვრებელი სახლებიც ჰქონდათ, ბოძებული ქართველი მეფეების მიერ.

4. აზნაური - პრივილეგირებული მიწათმოქმედი უკვე V ს.-ში, XV ს-დან ძირითადი მასა ფეოდალებისა, პირდაპირ დამოკდებული მეფეზე, თავადებზე და ეკლესიაზე. იყო სამი კატეგორია: სამეფო, სათავადო და საეკლესიო.