ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უოგ (1785), ივნისის იბ (12).
ერეკლე II, დედოფალი დარეჯანი, მეფის ძე გიორგი
1. საბუთის ,,თხრობის" ნაწილში მოხსენიებულია საინტერესო ფაქტები: დედოფალ თამარის თამაზ ხანთან სტუმრობისა და მის მიერვე სოფელ ველისციხის მშენებლობის შესახებ. ,,ჩვენი დედამთილი პატრონი დედოფალი თამარ საქართველოს გულისთვის თამასხანთან კარზედ რომ წაბრძანებულიყო, თამასხანს შენ ყულად ხლებოდი, ბატონ დედოფალს შევედრებოდი და წამობრძანების ჟამზედ შენი თავი ხელმწიფისთვის ეთხოვნა და თან წამოეყვანე. აქ რომ მობრძანებულა ველისციხის შენება რომ უნებებია იქ დაესახლებინე … იმავ სანატრელს დედოფალს თქვენთვის წყალობის წიგნიც ებოძებინა..".
2. საბუთს ახლავს დიდი ზომის ქანწილი ჯვრის, ცხოველის და პატარა რგოლების გამოსახულებით, შესრულებული შავი მელნით.
3. ყაფიჩი (ოსმ.) - მცველი, მეკარე, საპოლიციო აპარატის ხელჯოხიანი დაბალი ჩინის მოხელე (პოლიციელი), ისევე როგორც იასაული, მხოლოდ უფრო მაღალი რანგის. მას სასახლის დაცვა ევალებოდა. ექვემდებარება ეშიკაღასბაშსა და ბოქაულთუხუცესს. მისი ფუნქცია საპოლიციო ადმინისტრაციული ხასიათისაა. ისინი მეფისა და მისი დარბაზის მცველები არიან. გარდა ამისა მათ ევალებოდათ გადაწყვეტილების და განაჩენების სისრულეში მოყვანა. ყოფილა ერთი ყაფიჩიბაში და 15 ყაფიჩი. ზოგიერთი ცნობით კი 26.
4. აზნაური - პრივილეგირებული მიწათმოქმედი უკვე V ს.-ში, XV ს-დან ძირითადი მასა ფეოდალებისა, პირდაპირ დამოკდებული მეფეზე, თავადებზე და ეკლესიაზე. იყო ოთხი კატეგორია: სამეფო, სადედოფლო, სათავადო და საეკლესიო.