ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ნუსხა თბილელი ქრისტეფორეს ქილაში ნაპოვნი თეთრისა, დამტკიცებული ერეკლე II-ის მიერ

საუკუნე
XVIII
წელი
1752-1766 წწ.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/2114
მასალა

მოთეთრომო-ყვითალო ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით. 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
204X84
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი მძიმე რამდენიმე ადგილას

მდგომარეობა

რესტავრირებული

მითითებული თარიღი

1752-1766 წწ.

დამტკიცება

ერეკლე II, დიაკონი გელა, ბოქაულთუხუცესი ზურაბი, ხუცესი დავითი, მუშრიბი დავითი

ხელრთვა
ბეჭედი
გამოცემები
შენიშვნა

1. ამონარიდი საბუთიდან: ქ. ტფილელისა დაწერილი იყო ერთი ნუსხა და პატარა სია, ქილაში იდო და ეს თეთრი იყო"

2. ბოქაულთუხუცესი (თურქ.) - საპატიო მოხელე; მეფის მხლებელთა უფროსი, ობერპოლიცმაისტერი. ბოქაულთუხუცესი როგორცაღმასრულებელი  აპარატისმოხელე ასრულებდა სხვადასხვა სახის ბრძანებებს; ბოქაულების უფროსი.  ბოქაულთუხუცესი ეშიკაღასბაშს ექვემდებარებოდასაპატიო საპოლიციო მოხელე. სასამართლოსა და პოლიციის ბოქაულების უფროსი ობერპოლიცმაისტერი.  ბოქაულთუხუცესი როგორც აღმასრულებელი  აპარატის მოხელე ასრულებდა სხვადასხვა სახის ბრძანებებს,  იღებდა მონაწილეობას სასამართლო გარჩევებში და სისრულეში მოჰყავდა განაჩენები. ბოქაულთუხუცესი როგორც საპოლიციო აპარატის, ისე სასამართლოს მოხელე iyო,  ეშიკაღასბაშის შემდეგ პირველი ადგილი eჭიra და მას ექვემდებარებოდა. მეჯლისის დროს წესრიგს იცავს, იღებს სტუმრებს და უჩვენებენ შესაფერის ადგილს. იგი საპატიო და შემოსავლიანი სახელოა. ბოქაულთუხუცესის თანამდებობა უფრო ძველია ვიდრე ეშიკაღასბაშის (XVI ს-დან იხსენიება). დასავლეთ საქართველოში საპოლიციო აპარატის ხელმძღვანელი ბოქაულთუხუცესი იყო. ეშიკაღასბაშის სახელო არ არსებობდა.

3. მუშრიბი (სპარს., არაბ. კომენტარი) - მწერალი, მოანგარიშე; მოხელე, რომელიც აწარმოებდა, როგორც სამეფო კარის, ასევე დიდმოხელეების მიმოწერას და შემოსავლების ანგარიშს. მუშრიბი მწერალი, ბუღალტერი - ივანე ჯავახიშვილის აზრით იგი ზედამხედველს, მეთვალყურეს ნიშნავდა და მეჭურჭლეთუხუცესის სახელოში შედიოდა. მის მოვალეობაში შედიოდა  ანგარიშის წარმოება, დავთარში შემოსავალ-გასავლის ჩაწერა და საერთოდ საქმის წარმოება. მუშრიბი ისევე როგორც თავლიდარი ყველა ქარხანაში და სალაროში იყო. იგი სხვა და სხვა უწყებაში მუშაობდა და სარგოსაც იმის მიხედვით ღებულობდა.