ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა თუშებისადმი, გარეჯელების მიერ მათი ქოხის დაწვის საჩივრის უსაფუძვლობის გამო სარჩელის გაუქმების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1790 წ. 27 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/451
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
27
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი ნაცრისფერი, შესრულებული ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
298X180
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი  ადგილ ადგილ

მდგომარეობა

რესტავრირებული, საბუთის მარჯვენა კიდეზე ტექსტი ნაკლულია

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უოჰ (1790), აპრილის კზ (27)

დამტკიცება

ერეკლე II

ხელრთვა
ბეჭედი
გამოცემები

ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.174

შენიშვნა

1. პირი, ფ.1461, 13/176, გადაწერილი პოლიევკტოს კარბელაშვილის მიერ 1883 წ. 13 მარტს, სოფელ დიღომში მღვდელ გიორგი გიორგიევის ნაქონი საბუთებიდან

2. მინაწერი პირზე გადამწერის ხელით: ,,თუშების ქოხები ყოფილა ,,ნატახტრის" მახლობლად, რომელიც ივრის, მგკვრის მხარეებს გადაჰყურებს; ნატახტარს მარჯვნივ ვრცელი ტაირის ჩამოვლაზე მინდორი უძევს, მარცხნივ გაგრძელებული მლაშე ტბის მინდორი გარეჯულას დასწვრივ, რომელიც ივრისაკენ ოღრო-ჩოღრო გორაკებით ვრცელდება დუზაგრამამდე. მშვენიერ რამ არის ,,ნატახტარი"! აქედან ეტყობა ძველად უდევნებიათ თვალი მტრის მოძრაობისათვის". პ. ცხვილოელი (პოლიევკტოს კარბელაშვილის ფსევდონიმი)