ქაღალდი
ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ
მოღწეულია დაზიანებული სახით, რესტავრირებული
ქორონიკონი უნბ (1764), ნოემბრის კბ (22)
1. მეფე ერეკლეს ზრუნვა ლეკების მიერ აწიოკებული სოფლების მოსახლეობის შესანარჩუნებლად: ,,…თქვენი მორიგე და სურსათი გვიპატივებია,. თქვენ მანდაურობაზე გულს ნუ გამოიცვლით, მანდვე მართებულათ უნდა იდგეთ; ყოვლისფრით ხელს მოგიმართავთ .. უსამართლოს ვერავინ გიზამთ …თუ დაგჭირდებათ ჯარს მოგახმარებთ".
2. ნაზირი (არაბ.) - იგივე ეზოსმოძღვარი. შემოიღეს მეფევ როსტომის დროს. სახლ-კარის ზედამხედველი; ეზოს მოძღვარი; მეთვალყურე მეფის ხარჯისა და დარბაზის რიგისა. სამეურნეო ფუნქციების მოხელე; სალაროს ნაზირი, ქარხნის ნაზირი, ჩარფა ნაზირი (უმიკაშვილისა და ჩუბინაშვილის განმარტებით ,,ოთხფეხთა ზედამხედველი არის“) მისი საქმიანობა დაკავშირებულია მეფის მეცხენეობასთან და მეცხვარეობასთან (სარგო წელიწადში ერთი კვიცი). განაგებდნენ მეფის საწყობებს. ამარაგებდნენ სასახლეს, აგროვებდნენ გადასახადებს. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს.
2. პირი, ფ.1753/53, გვ.81-83.